Monday, May 9, 2016

სასწავლო პროექტი "განსხვავება ბრიტანულ და ამერიკულ ინგლისურს შორის"

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება:"განსხვავება ბრიტანულ და ამერიკულ ინგლისურს შორის"
პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით:მოსწავლეებმა გაიაზრონ ძირითადი განსხვავება ამ ორ ვარიაციას შორის .
პროექტის აქტუალობა:უცხო ენის შესწავლა არც თუ ისე მარტივია განსაკუთრებით ინგლისური ენის, რადგან ინგლისურად მოლაპარაკე ადამიანთა რიცხობრივი მაჩვენებელი მილიარდობით ადამიანს მოიცავს. ძირითადად საკამათოა ამერიკული და ბრიტანული ინგლისურის შეპირისპირება,უფრო კონკრეტულად ერთი შეხედვით ერთ ენაზე მოსაუბრე ადამიანებს აქვთ ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული  გამოთქმა,მართლწერა, მახვილი და ა.შ.
პროექტის მიზნები:მოსწავლეები ჩაატარებენ გამოკითხვას ენის სპეციალისტებთან ,მათ შორის უცხოელ მოხალისეებთან ერთად დაგეგმავენ პრეზენტაციას მოცემულ საკითხზე.შემდეგ მიღებულ იმფორმაციის დამუშავების შემდეგ დაბეჭდავენ მოკლე ინფორმაციას ამ საკითხზე ბუკლეტების სახით.
მონაწილეთა ასაკი:13-14
ვადები/ხანგრძლივობა:2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები ,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ენის ისტორიაში გაეცნობიან ,როგორც ბრიტანულ ისე ამერიკული ინგლისური ენის თავისებურებებს და შეძლებენ მათ განსხვავებას.პროექტის ფარგლებში მათ განუვითარდებათ სწორად მეტყველებისა და მართლწერის უნარები ასევე მათ გაუუმჯობესდებათ კვლევა-ძიებისა და კომუნიკაციის უნარები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი,პროექტორი, პრინტერი
პროექტის მსვლელობა (ძირითადიაქტივობები):
აქტივობა 1:მოსწავლეები ნაწილდებიან სვხადასხვა ჯგუფებში შემთხვევითობის პრინციპით და ირჩევენ საკითხს თუ რომელი მიმართულებით უნდა მოიძიონ ინფორმაცია.(მაგ ჯგუფი 1 ამუშავებს განსხვავებას მართლწერაში,ჯგუფი 2 აგროვებს ინფორმაციას მახვილებთან დაკავშირებით და ა.შ)
აქტივობა 2:მოსწავლეები ინტერვიუს სახით ესაუბრებიან ენის სპეციალისტებს და გეგმავენ პრეზენტაციის საკითხებს უცხოელი მოხალისის დახმარებით
აქტივობა 3:მოსწავლეები აანალიზებენ მოიებულ ინფორმაციას და მოკლე შინაარსს ბეჭდიან ბუკლეტების სახით
აქტივობა 4:მოსწავლეები ავრცელებენ ბუკლეტებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტ-ი,უცხო ენა
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მოსიაშვილი თამარი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:tatiamosiashvili92@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://tamari92.blogspot.com/